ჯილდო - საუკეთესო საგზაო-სამშენებლო საქმიანობისთვის

დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, "მეგზევის დღისადმი" მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა,სადაც მოწვეული იყვნენ საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო საგზაო კომპანიები.

დაჯილდოვების ცერემონიალზე  შ.პ.ს. ,,სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" მოიპოვა წლის საუკეთესო საგზაო-სამშენებლო კომპანიის სტატუსი და დაჯილდოვდა საპატიო სიგელით.