მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 4-კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავატომობილო გზის 4-კმ-იანი მონაკვეთის რებილიტაცია დაასრულა. განახლებული გზა დღეს მინისტრის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა და კომპანიის დირექტორმა, იოსებ ოზაშვილმა დაათვალიერეს.

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ117-კმ121-ზე დაიგო ორფენიანი ბეტონის საფარი; მდინარე ტერხენაზე ჩატარდა 88-მეტრიანი ხიდის რეაბილიტაცია; ამაღლდა ქვის წყობის ქვედა საყრდენი კედელი; მეორე მსოფლიო ომის მემორიალის მიმდებარე ტერიტორისა და გზის პერიმეტრზე მოეწყო რკინა-ბეტონის მილები, გაბიონები; გაკეთდა მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, რკინა-ბეტონის ღარები, ავტობუსის გაჩერებები და ავტოპავილიონები; შეიცვალა დარიალში მომხდარი სტიქიური მოვლენების დროს დაზიანებული საგზაო ნიშნები; მოინიშა გზა, გაკეთდა ბეტონის პარაპეტები.

განხორციელებული სამუშაოების შედეგად, გზაზე გადაადგილება გახდა უფროს სწრაფი, უსაფრთხო და კომფორტული. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 4 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. სამუშოებზე 110 ადამიანი იყო დასაქმებული.