აქტიური დღე ბავშვთა სახლების აღსაზრდელებისთვის

საშობაო არდადეგების ფარგლებში, შ.პ.ს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" კავშირი „ბავშვი და გარემოსა" და საზოგადოება „ბილიკის" 5 მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებს თბილისში უმასპინძლა. 9-დან 18 წლამდე 28 ბავშვმა ხაშურიდან, გორიდან, ნორიოდან, რუსთავიდან და მათმა აღმზრდელებმა, ერთი აქტიური დღე, კომპანიის ხელმძღვანელებთან ერთად გაატარეს.

დღე მთწმინდის პარკიდან დაიწყო, სადაც ბავშვებმა თოვლის ბაბუასგან საჩუქრები მიიღეს, ილუზიონისტის შოუს დაესწრნენ, საციგურაო მოედანზე ისრიალეს და სხვადასხვა ატრაქციონზე გაერთნენ. მთაწმინდის შემდეგ, ბავშვებმა, სადილისთვის, „მაკდონალდსში" გადაინაცვლეს; დღის ბოლოს კი, კინოთეატრ „რუსთაველში" საბავშვო ფილმის - „აუტანელი არდადეგების" ჩვენებას დაესწრნენ.  

დღე აქტიური და კარგი ემოციებით დატვირთული გამოდგა. შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" უზრუნველჰყო, ასევე, ბავშვებისა და მათი აღმზრდელების თბილისში ჩამოყვანა და უკან, საოჯახო სახლებში დაბრუნება.