აგლაძის ქუჩა კაპიტალურად შეკეთდება

შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია", თბილისის მერიის დაკვეთით, დიდუბეში, აგლაძის ქუჩის კაპიტალურ შეკეთებას აწარმოებს. ქუჩაზე დაზიანებული გზის საფარის დემონტაჟი მიმდინარეობს, პარალელურად, მზადდება საფუძველი ასფალტის ახალი საფარის დასაგებად. პროექტის მიხედვით,მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, ჩაიდება მილები, გაკეთდება ჭები და დაერთებები წყალმიმღებ არხებთან; მოეწყობა ტროტუარები და ახალი, ბაზალტის ბორდიურები

სამუშაოებზე 40 ადამიანია დასაქმებული. პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და ივნისში დასრულდება.

მჭიდრო დასახლებისა და სავაჭრო ობიექტების სიმრავლის გამო, აგლაძის ქუჩაზე მუდმივად ინტენსიური მოძრაობაა. ქუჩას აქტიურად იყენებენ დიდგაბარიტიანი მანქანები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აგლაძის ქუჩა თანამედორვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს.