ღოღობერიძის ქუჩის რეაბილიტაცია

ზემო ფონიჭალაში ღოღობერიძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 440 მეტრი სიგრძის ქუჩაზე უკვე განხორციელდა დაზიანებული ასფალტის ფრეზირება და მოიჭრა დაზიანებული გრუნტი. ამჟამად, მიმდინარეობს ქვიშა-ხრეშითა და ფრაქციული ღორღით გზის საფუძვლის მოწყობა.    

საფუძვლის მოწყობის შემდეგ, გზაზე დაიგება ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი; საფუძვლის დაცვის მიზნით, ჩაშენდება ბეტონის კიუვეტები; მოეწყობა ტროტუარები და ეზოებში შესასვლელები. 

ღოღობერიძის ქუჩის რეაბილიტაციას, თბილისის მერიის დაკვეთით, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" აწარმოებს. სამუშაოებზე 30 ადამიანია დასაქმებული.

ღოღობერიძის ქუჩის რეაბილიტაცია წელს, თებერვალში დაიწყო და მაისში დასრულდება. შედეგად, ქუჩაზე მოძრაობა უსაფრთხო და კომფორტული იქნება, როგორც ფეხით მოსიარულეების, ისე - მძღოლებისთვის.