დაბა წავკისთან მისასვლელი გზა აღდგენილია

შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ", თბილისის მერიის დაკვეთით, დაბა წავკისთან მისასვლელი ერთ-ერთი გზა აღადგინა.

პროექტის მიხედვით, 880-მეტრიან გზაზე მოიჭრა დაზიანებული გრუნტი; ქვიშა-ხრეშითა და ფრაქციული ღორღით მოეწყო გზის საფუძველი; დაიგო ასფალტბეტონის საფარი; გზის საფუძვლის დაცვის მიზნით, ჩაიდგა წყლის გამტარი მილი. 

გზის რეაბილიტაცია 2016 წლის თებერვალში დაიწყო. სამუშაოებზე 20 ადამიანი დასაქმდა.

დაბა წავკისთან მისასვლელი ეს გზა საბჭოთა წარსულში დაიგო და აღარ შეკეთებულა. შესაბამისად, იგი კაპიტალურ რეაბილიტაციას საჭიროებდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, გზაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდა.