სარფის საბაჟოსთან მისასვლელი გზა

კომპანიის მიერ  სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მისასვლელი 410 მეტრიანი საავტომობილო გზის  გაფართოვებისა და რეაბილიტაციის სამუშაოები განხორციელდა. გზა დაახლოებით 5 მეტრით გაგანიერდა, სადაც აშენდა მოაჯირებიანი ხელოვნური ნაგებობა - აივანი. ასევე, მოეწყო ტროტუარი, პარკინგი და ახალი გარეგანათების ელ-მომარაგების ქსელი. დამონტაჟდა  საგზაო ნიშნები და გზის სავალი ნაწილი თეთრი ნიტროემალის საღებავით მოინიშნა.