სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია

 

შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" 2011 წლის ივლისში რიკოთის უღელტეხილზე მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაზიანებული გზის აღდგენითი სამუშაოები განახორციელა. გაწმენდითი სამუშაოები  საავტომობილო გზის 4 მონაკვეთზე შესრულდა (კმ147+620, კმ147+990, კმ148+305, კმ150+730). ჩაწყვეტილი სავალი ნაწილი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით ამოივსო, მოეწყო გაბიონი, ქვედა საყრდენი კედლები  და საგზაო სამოსი. გზის ორ ადგილას ჩაიდგა წყლის გასატარებელი რკინა-ბეტონის მილი. უსაფრთხოების მიზნით, აღდგენილ მონაკვეთებზე, გზის  გასწვრივ დაიდგა პარაპეტები; მოეწყო საგზაო ნიშნები და გზის სავალი ნაწილი თეთრი ნიტროემალის საღებავით მოინიშნა.