დარიალის ხეობაში ახალი სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა


შ.პ.ს. სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" მონაწილეობა მიიღო საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს ერთობლივი პროექტის  - ,,საქართველო ხვალ"  ფარგლებში, დარიალის ხეობაში მდებარე სამონასტრო კომპლექსის მშენებლობაში.

დარიალის წმინდა მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელობის მამათა მონასტერში კომპანიამ მშენებლობის შიდა და გარე კეთილმოწყობის სამუშაოები ჩაატარა; ეკლესიაში ელექტრომომარაგებისა და გათბობის ქსელები დამონტაჟდა; დაიკიდა ჭაღები და სარკმელები; ქვის ფილებით მოპირკეთდა ტაძრის იატაკი; დამზადდა და დამონტაჟდა ეკლესიაში შესასვლელი ხის მხატვრული კარები; ტაძრის გუმბათზე კი, მოოქროვილი სამმეტრიანი ჯვარი დაიდგა.

სამონასტრო კომპლექსის ეზოში აშენდა სამრეკლო, სადაც  დაიკიდა ზარები