შესყიდვების მენეჯერი

10 ივლისი, 2015 წელი

შ.პ.ს. "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის  თანამდებობაზე.

 აუცილებელი მოთხოვნები:

  • შესყიდვების დაგეგმვა როგორც გრძელვადიან, ასევე ყოველდღიურ დონეზე;
  • დადგენილ ვადებში შესყიდვების გეგმების განხილვა და წარდგენა;
  • სატენდერო დოკუმენტაციის პროექტების მომზადება, სატენდერო კომისიის აპარატის წევრის ფუნქციების შესრულება;
  • სხვადასხვა შესყიდვის საშუალებების მიხედვით მიმწოდებლებთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
  • მიმწოდებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ვიზირება და გაფორმებული ხელშეკრულებების მონიტორინგი;
  • გაფორმებული ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარებების და საგადადახდო დავალებების სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე ატვირთვა და კონტროლი კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში
  • მიმწოდებლებთან მიღება-ჩაბარების აქტებისა და კანონმდებლობის შესაბამისად სხვა პირველადი დოკუმენტაციის სათანადო წესით გაფორმება;
  • მიმწოდებლებისაგან სახელშეკრულებო დოკუმენტაციის მიღების სისწორის კონტროლი;
  • მიმწოდებელებთან ანგარიშსწორების მიზნით ბუღალტერიისათვის სათანადო დოკუმენტიაციის მომზადება;
  • შესყიდვების სააგენტოსთვის ანგარიშების მომზადება და დადგენილ ვადებში წარდგენა;
  • პროექტით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელების მიზნით შესყიდვების გეგმის შედგენა;
  • პროექტის საჭიროების შესაბამისად შესყიდვების გეგმის კორექტირება;
  • კომუნიკაცია და შეხვედრების ორგანიზება შესაძლო დაინტერესებულ მხარეებთან;
  • ანგარიშვალდებულება პროექტის დირექტორის წინაშე გაწეული მუშაობისათვის;
  • პროექტის ფარგლებში დავალებული საქმის დროულად და ხარისხიანად შესრულების უზრუნველყოფა;
  • პროექტის ფარგლებში წარმოქმნილი სირთულეებისა და პრობლემების გადაჭრის გზების იდენტიფიცირება და უფლებამოსილების ფარგლებში აღმოფხვრა.

დამატებითი მოთხოვნები

აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით;
სამართლებრივი აქტების ცოდნასახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება "გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ";
სასურველია ინგლისური და რუსული ენის კარგად ცოდნა;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა

კონკურსის ეტაპები

  • განცხადების გადარჩევა
  • გასაუბრება

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ მისამართზე: vacancy@scc.ge.

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 24 ივლისი 

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. გასაუბრებისათვის მოწვეული იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს.

გისურვებთ წარმატებას!