საცხოვრებელი უბნის მშენებლობა ბათუმში

 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებითა და შ.პ.ს. „ზიმოს" დაკვეთით, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ქალაქ ბათუმში 11 თანამედროვე ტიპის ოთხსართულიანი კორპუსი ააშენა.

სახლების კეთილმოწყობის მიზნით, განხორციელდა შემდეგი სამუშაოები: თითოეულ ბინაში დაიგო ლამინირებული იატაკი; დამონტაჟდა კარ-ფანჯრები, რკინის კარები, წყლის გამაცხელებელი ავზები, გაზქურები და ჭაღები. შესრულდა კორპუსების ელექტრო და გაზმომარაგებით, სასმელი წყლითა და საკანალიზაციო ქსელებით უზრუნველყოფის სამუშაოები. 

პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა სპორტული მოედანი, ბავშვებისათვის - გასართობი სკვერი ატრაქციონებით და დასასვენებელი ბაღი, სადაც კომპანიამ 500 ხე დარგო. უბნის შიდა გზებზე მოეწყო ასფალტ-ბეტონის საფარი, ასევე, დაიგო უბანთან მისასვლელი გზა და მოეწყო ავტოსადგომები.