დაბა წყნეთში შიდა ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქალაქ თბილისის მერიის დაკვეთით, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ დაბა წყნეთში 4 ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს. კოსტავას, თბილისის, ტაბიძისა და სააკაძის, ჯამში, 2 კმ-ზე მეტი სიგრძის ქუჩებზე გამოიცვლება გზის საფარი, დაიგება ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი, მოწესრიგდება არსებული სათვალთვალო და წყალმიმღები ჭები, ტროტუარები, შეიცვლება ბორდიურები, გაკეთდება ეზოებთან მიერთებები.