ახალი სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია დარიალში

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ დარიალის ხეობაში განვითარებული ახალი სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა. ამ დროისთვის სპეციალისტები მდინარე თერგის კალაპოტში დაბრუნებას ცდილობენ, რის შემდეგაც, გზის ყრილის მოწყობა დაიწყება.