მდინარე თერგი ბუნებრივ კალაპოტს დაუბრუნდა

ინტენსიური სამუშაოების შედეგად, მდინარე თერგი კალაპოტს დაუბრუნდა და დარიალის ხეობაში გზის აღდგენა დაიწყო. ადგილზე მობილიზებულია 40 ერთეულამდე ტექნიკა და შესაბამისი სპეციალისტები. სტიქიის შედეგების ლიკვიდაციასა და გზის აღდგენის სამუშაოებს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სამსახურები ახორციელებენ.