მდინარე სულორი ბუნებრივ კალაპოტს დაუბრუნდა

ვანის მუნიციპალიტეტში წყალდიდობით გამოწვეული პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოების შედეგად, მდინარე სულორის ბუნებრივ კალაპოტში დაბრუნება მოხერხდა. მდინარე სულორი კალაპოტიდან სამდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად გადმოვიდა, სოფელ სულორის ხიდი წაიღო, დატბორა მოსახლეობის კარ-მიდამო და დააზიანა ვანი-სულორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მე-12 კმ, რის გამოც ამ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ვანში სამუშაოებს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს.