ნუცუბიძის ქუჩაზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

შალვა ნუცუბიძის ქუჩის კაპიტალურ შეკეთებას, თბილისის მერიის დაკვეთით, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" ახორციელებს. პროექტის მიხედვით, 4 კმ-მდე სიგრძის გზაზე განახლდება სანიაღვრე ქსელი, მოეწყობა ახალი სათვალთვალო და წყალამიმღები ჭები, დამაგრდება ბაზალტის ბორდიურები, მოწესრიგდება ტროტუარები; მოეწყობა საგზაო სამოსი, საფუძვლით, დაიგება ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი, გაკეთდება ეზოებთან მისასვლელები.