გზის რეაბილიტაცია წილკნის დევნილთა დასახლებაში

„შ.პ.ს. სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, წილკნის დევნილთა დასახლებაში გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის მიხედვით, 2 კმ სიგრძის გზა მოშანდაგდება, დაიყრება და დაიტკეპნება 20 სმ სისქის ქვიშა-ხრეშის ნარევი და 10 სმ სისქის ფრაქციული ღორღი, მოწესრიგდება კიუვეტები.