მახათას მთაზე ახალი გზის მშენებლობა დასრულდა

შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“, თბილისიის მერიის დაკვეთით, სამებისა და მახათას მთაზე მშენებარე ეკლესიების დამაკავშირებელი 2-კილომეტრიანი გზის მშენებლობა განახორციელა. ახალ გზაზე დაიგო ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი; მოეწყო ტროტუარები და ბორდიურები; საფუძვლის წვიმისგან დასაცავად, გზის ერთ ნაწილში, რომელიც დასახლებულ ტერიტორიაზე გადის, გაკეთდა სანიაღვრე ქსელი, ჩაიდო მილები, მოეწყო ჭები და დაერთებები წყალმიმღებ არხებთან, გზის მეორე ნაწილში კი - რკინაბეტონის კიუვეტი ჩაშენდა.