ლარსზე საევაკუაციო აივნის მშენებლობა გრძელდება

საევაკუაციო აივნის მშენებლობა, რომელიც დარიალში წელს განვითარებული სტიქიური მოვლენების გამო, დროებით შეჩერებული იყო, გაგრძელდა. ამ დროისთვის, აივნის მთელ სიგრძეზე გაკეთებულია ბეტონის საფარი, დამაგრებულია მოაჯირი და შესაბამისი გადახურვა; დასრულებულია, ასევე, აივანზე ამავალი ოთხიდან ორი კიბის მშენებლობა.