წილკანში შიდა გზების რეაბილიტაცია დასრულდა

შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ წილკნის დევნილთა დასახლებაში შიდა საუბნო ქუჩების მოხრეშა დაასრულა. ამ მჭიდრო დასახლებაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი 1300-მდე ადამიანი ცხოვრობს. ნალექის დროს, დატბორილი სავალი ნაწილი გადაადგილების პრობლემებს უქმნიდა, როგორც ფეხით მოსიარულეებს, ისე - ავტომობილებს; საჭიროების შემთხვევაში, გამოძახების ადგილზე მისვლას ვერც სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო სამსახურის მანქანები ახერხებდნენ. წილკნის დასახლების, ჯამში, 2,5 კმ სიგრძის გზა, რომელიც 6 ქუჩას მოიცავს, მოშანდაგდა, დაიყარა და დაიტკეპნა 20 სმ სისქის ქვიშა-ხრეშის ნარევი და 10 სმ სიგრძის ფრაქციული ღორღი, მოწესრიგდა კიუვეტები. შედეგად, შიდა ქუჩებში გადაადგილება, ნებისმიერ ამინდში, უპრობლემოდ არის შესაძლებელი.