თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რეაბილიტაცია დაიწყო

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაკვეთით, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ თბილისში შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რეაბილიტაცია დაიწყო. თბილისის ეს ერთ-ერთი უძველესი შენობა, რომელიც კულტურული ძეგლის სტატუსს ატარებს და არსებობის მეორე ასწლეულს ითვლის, ამ დროისთვის, რთულ მდგომარეობაშია.