დედოფლისწყაროში ახალი საავადმყოფო გაიხსნა

საქართველოს მთავრობის დავალებით, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" დედოფლისწყაროში მრავალპროფილური საავადმყოფო ააშენა. ახალი სტაციონარი ქალაქის ძველ საავადმყოფოს ჩაანაცვლებს, რომელიც, ამ დროისთვის, ფაქტობრივად, ამორტიზებულია. საავადმყოფოს შენობა ერთსართულიანია,სხვენის სართული. ის თანამედროვე დიზაინით აშენდა, კეთილმოეწყო ეზო.