ნუცუბიძის ქუჩის კაპიტალური შეკეთება დასრულებულია

4 კმ-მდე სიგრძის გზაზე განახლდა სანიაღვრე ქსელი, მოეწყო ახალი სათვალთვალო და წყალამიმღები ჭები, დამაგრდა ბაზალტის ბორდიურები, მოწესრიგდა ტროტუარები; მოეწყო საგზაო სამოსი, შესაბამისი საფუძვლით, დაიგო ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, გაკეთდა ეზოებთან მისასვლელები.