სუვოროვის ქუჩის რეაბილიტაცია ნაძალადევში

შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“, თბილისის მერიის დაკვეთით, ნაძალადევში სუვოროვის ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს. ქუჩაზე 500 მეტრი გზის საფარი გამოიცვლება: მოეწყობა მიწის ვაკისი, გზის საფუძველი, დაიგება ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, გაკეთდება ეზოებში შესასვლელები, 32 მეტრი სიგრძეზე ჩალაგდება ბეტონის ბორდიურები.