ქვის სამსხვრევი ქარხანა

ქვის სამსხვრევი ქარხანა „სენდვიკი“ მდებარეობს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანგილარში. მისი წარმადობაა 65 მეტრ/კუბი პროდუქცია საათში. ქარხანაში მუშავდება ამავე სოფელში არსებულ ქვიშა-ხრეშის კარიერზე მოპოვებული ნედლეული. ჩანგილარის ქვიშა-ხრეშის კარიერი „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ საკუთრებაშია. ქვის სამსხვრევი ქარხანა გამოირჩევა უპრეცედენტო ტექნოლოგიური ციკლით: ქვიშა-ხრეშის დამსხვრევის პროცესში, მასა სამჯერ ირეცხება, რაც მას მაქსიმალურად ასუფთავებს ზედმეტი მინარევებისგან, შედეგად კი, უმაღლესი ხარისხის ბეტონი იწარმოება.