დედოფლისწყაროს საავადმყოფო

პროექტისაქართველოს მთავრობის დავალებით, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" დედოფლისწყაროში მრავალპროფილური საავადმყოფო ააშენა.

ახალი სტაციონარი  ქალაქის ძველ საავადმყოფოს ჩაანაცვლებს, რომელიც, ამ დროისთვის, ფაქტობრივად, ამორტიზებულია. საავადმყოფოს შენობა ერთსართულიანია, აქვს სხვენის სართული. ის თანამედროვე დიზაინით აშენდა, კეთილმოეწყო ეზო.

შენობა სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებისათვის. 

მშენებლობა 2014 წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყო და 2016 წლის აგვისტოში დასრულდა.

დაფინანსებაპროექტი სახელმწიფო და მუნიციპალური ბიუჯეტებიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 3 525 000 ლარი შეადგინა.

დასაქმებულთა რაოდენობა: მშენებლობაზე 70 ადამიანი დასაქმდა. მათი დიდი ნაწილი ადგილობრივი მცხოვრებია.

შედეგი: კლინიკა დედოფლისწყაროსა და ირგვლივ მდებარე 16 სოფლის მცხოვრებლებს მოემსახურება. ახალი მრავალპროფილური სტაციონარი უახლესი ტექნიკით აღიჭურვება და პაციენტებს ყველა ტიპის სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.