კომპანიის საქმიანობის ორიენტირები

"სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" ორიენტირებულია, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო შეკვეთების ოპტიმალური ხარჯებით განხორციელებაზე; ამასთან, მისი სახით, სახელმწიფოს ჰყავს უახლესი ტექნიკით აღჭურვილი, მობილიზებული და ორგანიზებული სტრუქტურა, სტიქიების შედეგების დროულად აღმოფხვრისა და პრევენციისთვის.