კომპანიის შესახებ

 

მისია

„სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" მისიაა ნებისმიერი სირთულის პროექტისა და სამშენებლო სამუშაოს მაღალხარისხიანად და უსაფრთხოდ შესრულება, ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ გარემოში, მკაცრად გაწერილ ვადებში, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ხედვა

„სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" ხედვაა შეინარჩუნოს და განავითაროს მოწინავე პოზიციები მის საქმიანობაში, როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში საიმედო და მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიამ.

ღირებულებები

„სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" ღირებულებებია: მაღალი ხარისხი, უსაფრთხოება და გარემოს დაცვა; სამუშაოების გაწერილ ვადებში შესრულება; გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და დისციპლინა; თანამშრომლებისთვის კარგი სამუშაო პირობების შექმნა, ურთიერთპატივისცემისა და ნდობის განმტკიცება.

შ.პ.ს. "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" ორიენტირებულია ადგილობრივი მრეწველობის განვითარებაზე, შესაბამისად, პროექტების განხორციელებისას, ყველა შესაძლო შემთხვევაში, ქართულ პროდუქციას იყენებს.