ადლიას სანაპირო ზოლის გამაგრება

პროექტი: შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია", სსიპ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს“ დაკვეთით, 2015 წელს ადლია სანაპირო ზოლის გამაგრება დაასრულ.

პროექტის მიხედვით, ადლიაში 1 კილომეტრამდე სიგრძის სანაპირო ზოლი გამაგრდა: შენდა ქვანაყარი ბერმა, რომლის შრეებიც ისეა დაგეგმილი, რომ შტორმმა ნაგებობის გამორეცხვა ვეღარ მოახერხოს.

დაფინანსება: პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულება 5,7 მილიონ ლარ შეადგ.

დასაქმებულთა რაოდენობა: სამუშაოებზე 100-მდე ადამიანი დასაქმდა. მათი დიდი ნაწილი ადგილობრივი მცხოვრებია.

შედეგი: აჭარის სანაპირო ზოლის ადლიას მონაკვეთი 2013-2014 წლების სეზონური შტორმების დროს მნიშვნელოვნად დაზარალდა: საფრთხე შეექმნა აეროპორტს, შემცირდ პლაჟი, დაზიანდა სასეირნო ბილიკის სავალი ნაწილი, დაინგრა ბეტონის საყრდენი კედელი. ამასთან, საფრთხე შეექმნა ზღვის კიდიდან 30-50 მეტრით დაშორებულ საავტომობილო გზას, რომელზეც, დღე-ღამეში, საშუალოდ, 6000-მდე მანქანა მოძრაობს.

განხორციელებული სამუშაოები მოხსნის პრობლემებს, რომელიც ადლიას სანაპირო ზოლის ამ მონაკვეთზე წლების განმავლობაში არსებობდა, სანაპიროს შეუნარჩუნებს პლაჟს და განაპირობებს მიმდებარე გზაზე მოძრავი მანქანების უსაფრთხოებას.