წყნეთი-ახალდაბის გზის გაწმენდა

პროექტი: სტიქიური მოვლენები წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე 2015 წლის 13-14 ივნისის ღამეს განვითარდა. მთის ფერდობიდან მილიონ კუბურ მეტრამდე მოცულობის მეწყრული მასა ჩამოვიდა, ჩაინგრა გზის სავალი ნაწილი, ჩაიკეტა სოფელ ახალდაბამდე მისასვლელი. სოფელ ახალდაბასთან მიმოსვლის აღდგენა შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ 3 დღეში შეძლო. მეწყრული ჩამონატანებისგან გზის 8 მონაკვეთი გაიწმინდა; მდინარისა და შესაძლო ნიაღვრის გასატარებლად დამონტაჟდა სანიაღვრე მილები, რომელზეც საავტომობილო გზა მოეწყო.

დაფინანსება: წყნეთი-ახალდაბის დამაკავშირებელი გზის გაწმენდის სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 422 524 ლარი შეადგინა.

დასაქმებულთა რაოდენობა: სამუშაოებზე დასაქმებული იყო 31 ადამიანი, ძირითადად - ადგილობრივი მცხოვრებლები.

შედეგი: განხორციელებული სამუშაოების შედეგად, შესაძლებელი გახდა ახალდაბასთან საგზაო კომუნიკაციის აღდგენა, მოსახლეობისთვის საჭირო ნივთების, წყლისა და საკვების მანქანებით მიწოდება.