თბილისის შემოვლითი გზა

პროექტი: შ.პ.ს. "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" 2014 წელს თბილისის შემოვლითი გზის 13.4-კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა.

პროექტის ფარგლებში, შესწორდა გზის განივი პროფილი; გზის სავალი ნაწილი გაიწმინდა გამონატანი გრუნტისგან; ცივი ფრეზირების მეთოდით დაიშალა დაზიანებული საფარი; ცივი რეციკლირების მეთოდით მოეწყო გზის 20-სმ-იანი საფუძველი და ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, სისქით - 7+5 სმ; გარკვეულ მონაკვეთებზე მოეწყო საყრდენი კედლები; დამონტაჟდა მრუდეხაზოვანი ძელები, მიმმართველი ბოძკინტები და ბეტონის სპეცპროფილის პარაპეტები; დამონტაჟდა ახალი საგზაო ნიშნები და გაკეთდა ჰორიზონტალური მონიშვნა; შეკეთდა საპროექტო გზაზე განლაგებული 8 სახიდე გადასასვლელი.

დაფინანსება: პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 11 171 430 ლარი შეადგინა.

დასაქმებულთა რაოდენობა: სამუშაოებზე დასაქმებული იყო 123 ადამიანი, ძირითადად - ადგილობრივი მოსახლეობა.  

შედეგი: გზაზე მოძრაობა გახდა უფრო სწრაფი, უსაფრთხო და კომფორტული.