ღოღობერიძის ქუჩის რეაბილიტაცია ზემო ფონიჭალაში

პროექტი: შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ", თბილისის მერიის დაკვეთით, ზემო ფონიჭალაში, ღოღობერიძის ქუჩის რეაბილიტაციას განახორციელა.

პროექტის მიხედვით, 440 მეტრი სიგრძის ქუჩაზე ჩატარდა დაზიანებული ასფალტის ფრეზირება და მოიჭრა დაზიანებული გრუნტი; ქვიშა-ხრეშითა და ფრაქციული ღორღით მოეწყო გზის საფუძველი; დაიგო ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი; გზის საფუძვლის დაცვის მიზნით, ჩაშენდა ბეტონის კიუვეტები; მოეწყო ტროტუარები და ეზოებში შესასვლელები. 

ღოღობერიძის ქუჩის რეაბილიტაცია 2016 წლის თებერვალში დაიწყო და მაისში დასრულდა.

დაფინანსება: შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" ღოღობერიძის ქუჩის რეაბილიტაციას, ასევე, აგლაძის ქუჩის კაპიტალურ შეკეთებას, სამებისა და მახათას მთაზე მშენებარე ტაძრების დამაკავშირებელი გზის მშენებლობასა და წავკისთან მისასვლელი ერთ-ერთი გზის აღდგენას თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული შესყიდვის საფუძველზე ახორციელებს. შესყიდვის ღირებულება 5 049 999 ლარს შეადგენს. 

დასაქმებულთა რაოდენობა: სამუშაოებზე 30 ადამიანი დასაქმდა.

შედეგი: ღოღობერიძის ქუჩაზე მოძრაობა უსაფრთხო და კომფორტული გახდა, როგორც ფეხით მოსიარულეების, ისე - მძღოლებისათვის.