ქ.გორის წყალსადენის სისტემის რეაბილიტაცია
შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ ქალაქ გორში წყალსადენი სისტემის სრული რეაბილიტაცია განახორციელა: მოაწყო სასმელი წყლის ახალი მილები და განაახლა არსებული; რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყლის რეზერვუარსა და სატუმბო სადგურს, სადაც თანამედროვე ევროპული დანადგარები დამონტაჟდა. გარდა ამისა, ქალაქ გორის ცენტრალურ ქუჩებში დაიდგა 90 სახანძრო ჰიდრანტი.