ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავატომობილო გზა

 

შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავატომობილო გზის 10-კილომეტრიანი მონაკვეთის  რეაბილიტაცია ჩაატარა. სარეაბილიტაციო მონაკვეთზე განხორციელდა მოსამზადებელი და გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები, დამონტაჟდა გზიდან წყლის ასაცილებელი მილები, გაბიონით მოეწყო გზის დამცავი კედლები და დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და გზის სავალი ნაწილი თეთრი ნიტროემალის საღებავით  მოინიშნა.