სუვოროვის ქუჩის რეაბილიტაცია ნაძალადევში

პროექტი: შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" 2016 წელს, თბილისის მერიის დაკვეთით, ნაძალადევში სუვოროვის ქუჩის რეაბილიტაცია განახორციელა.

ქუჩაზე 500 მეტრი გზის საფარი გამოიცვალა: მოეწყო მიწის ვაკისი, გზის საფუძველი, დაიგო ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, გაკეთდა ეზოებში შესასვლელები, 32 მეტრი სიგრძეზე ჩალაგდა ბეტონის ბორდიურები.

დაფინანსება: შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" სუვოროვის, ასევე, შეყლაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული შესყიდვის საფუძველზე განახორციელა. შესყიდვის ღირებულებამ 5 049 999 ლარი შეადგინა და მის ფარგლებში უკვე განხორციელდა აგლაძის ქუჩის კაპიტალური შეკეთება, სამებისა და მახათას მთაზე მშენებარე ტაძრების დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, ღოღობერიძის, შერმადინის, 13 ასურელი მამის სახელობის ქუჩების რეაბილიტაცია, ასევე, წავკისთან მისასვლელი ერთ-ერთი გზის აღდგენა-რეაბილიტაცია.  

დასაქმებულთა რაოდენობა: სამუშოებზე 32 ადამიანი დასაქმდა.

შედეგი: პროექტის განხორციელების შემდეგ, ქუჩაზე გადაადგილება უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდა.