საახალწლო საჩუქარი ბავშვთა სახლების აღსაზრდელებს

დამდეგი 2017 წელი შ.პ.ს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" კავშირის, „ბავშვი და გარემოს" ნორიოსა და რუსთავის მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელებს მიულოცა.  

სახლების 13 ბინადარს თბილისში „მაკდონალდსის" მხიარული გასართობი პროგრამა და ტრადიციული სადილი ელოდა, რის შემდეგაც ისინი მოზარდ მაყურებელთა სპექტაკლს „საახალწლო ნაძვის ხეს" დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში, ნორიოს ბავშვთა სახლმა, ასევე, მისთვის ყველაზე მეტად საჭირო ავეჯი და წიგნები მიიღო.