შ.პ.ს. "სახელმწიფო საშენებლო კომპანიას" ახალი ტექნიკა გადაეცა

შ.პ.ს. ,,სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას" საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ახალი ტექნიკა საკუთრებაში გადასცა. 11 ავტომანქანა თვითმცლელი (ქვიშა-მარილის მომყრელი დანადგარით) Fordi 3535D,4 დამტვირთავი (თოვლწმენდით) CLG448, 2 ავტოგრეიდერი CLG442, 2 ორმოული შეკეთების ავტომანქანა Fordi 3535D.

თანამედროვე, კომბინირებული თოვლგამწმენდი და მარილმომფრქვევი მანქანები, ავტოგრეიდერები და როტორები გზების მოვლა-შენახვას, როგორც ზამთრის, ასევე სხვა სეზონისთვისაც უზრუნველყოფენ.

შ,პ,ს, "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" სახით სახელმწიფოს უახლესი ტექნიკით აღჭურვილი, მობილიზებული და ორგანიზებული ბერკეტი გააჩნია საჭიროების შემთხვევაში სწრაფი რეაგირებისათვის, სტიქიების შედეგების დროულად აღმოფხვრისათვის ან მათი პრევენციისათვის. კომპანიიის ავტოპარკი 100-მდე მძიმე ტექნიკას მოიცავს. მათ შორის მნიშვნელოვანია ტექნიკის ის სახეობები, რომლებიც მოთხოვნადია საქართველოს გეოლოგური და ლანდშაფტური თავისებურებების გათვალისწინებით და წარმატებით გამოიყენება დიდი პროექტების ფარგლებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას.