გურიაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ხორციელდება

 

შ.პ.ს. "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" გურიაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებს.

მდინარე ბჟუჟისა და ნატანების ადიდების შედეგად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზები დააზიანა, მათ შორის - ცენტრალური გზის ნაწილი. ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა, წყლის დონის მაღალი მაჩვენებლის გამო კი, სტიქიის ზონაში ტექნიკის მუშაობა რამდენიმე საათის განმავლობაში შეუძლებელი იყო.

აღდგენითი სამუშაოები მოინახულეს სტქიის ზონაში მყოფმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შვლიაშვილმა,  შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ გომელაურმა, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელმა, მინდია ჯანელიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

მიმდინარე სამუშაოების დეტალებზე მათ შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" დირექტორი, იოსებ ოზაშვილი ესაუბრა.

აღდგენითი სამუშაოების დათვალიერების შემდეგ, შტაბის წევრებმა ოზურგეთში საგანგებო თათბირი გამართეს.