"სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" დახმარება მრავალშვილიან ოჯახებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ამაშუკელი და შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ დირექტორი, იოსებ ოზაშვილი, დღეს, ორ მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრნენ და საშობაო საჩუქარი გაუკეთეს.

ჯიშკარიანებისა და ლობჟანიძეების ოჯახებს მათ საწოლები, სამზარეულოს ავეჯი და მოწყობილობა, ჭურჭელი, გაზის გამათბობელი, საკვები პროდუქტები, ტკბილეული და სათამაშოები გადასცეს.

ეს ოჯახები, კომპანიის მიერ, სოციალურად დაუცველი, კრიზისული ოჯახების ბაზიდან შეირჩა.

ჯიშკარიანების ოჯახში - 9, ლობჟანიძეების ოჯახში კი 5 ბავშვი იზრდება.