წყნეთი-კიკეთი-ბეთანიის გზის კოჯრის 1-კილომეტრიანი მონაკვეთი მეწყრისგან გაიწმინდა

წყნეთი-კიკეთი-ბეთანიის გზის კოჯრის 1-კილომეტრიანი მონაკვეთი მეწყრისგან გაიწმინდა. გზის ამ მონაკვეთის გაწმენდა დღეს, დილის 7 საათიდან დაიწყო და უკვე დასრულებულია. სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" აწარმოებს.

გაწმენდით სამუშაოებს რეგიონულული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი პირადად უწევდა კოორდინაციას. დამეწყრილი ზონიდან ლაფში ჩარჩენილი ხუთი ავტომანქანა იქნა გამოყვანილი.

შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" 13-14 ივნისის სტიქიით დამეწყრილი წყნეთი-ბეთანიის გზის გაწმენდისა და აღდგენის სამუშაოებს ამ წუთებშიც აგრძელებს.