აგლაძის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს

თბილისში, დიდუბეში მდებარე აგლაძის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. ასფალტის პირველი ფენა გზის ერთ ნაწილზე უკვე დაიგო, ასფალტის საფარის დასაგებად მომზადებულია გზის მთელი საფუძველი. უკვე დაგებულია ტროტუარებისა და დამონტაჟებულია ბორდიურების ნაწილი, ასევე, დასრულებულია ჭების, წყალმიმღებ არხებთან დაერთებების მონტაჟი.  

აგლაძის ქუჩის კაპიტალური შეკეთება შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ", თბილისიის მერიის დაკვეთით, წელს, თებერვალში დაიწყო. სამუშაოებზე 40 ადამიანია დასაქმებული. პროექტის დასრულება ივნისში იგეგმება. შედეგად, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული ქუჩა, თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს.