დაბა სტეფანწმინდიდან ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტამდე 10-კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ჩატარდა

 

შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" დაბა სტეფანწმინდიდან ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტამდე 10-კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ჩაატარა. შესრულდა გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები; მოეწყო, ასევე, ხელოვნური ნაგებობები, მათ შორის რკინა-ბეტონის მილები, ქვედა და ზედა  საყრდენი კედლები. საგზაო სამოსის რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიან მონაკვეთზე განახლდა საფუძვლის ზედაპირი და მოეწყო ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი. ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის მიზნით, გზის მთლიან მონაკვეთზე დამონტაჟდა რკინა-ბეტონის პარაპეტები, ლითონის თვალამრიდი ძელები და საგზაო ნიშნები.