სასმელი წყლის შიდა კომუნალური ქსელის რეაბილიტაცია ფოთში

 

შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" ქალაქ ფოთში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში სასმელი წყლის შიდა კომუნალური ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა. შედეგად, შეიცვალა წყალსადენი მილები, გამრიცხველიანდა 10 000 ოჯახი, აბობენტებს ორი საინფორმაციო პუნქტი ემსახურება. გარდა ამისა, სატუმბ სადგურებში დამონტაჟდა ახალი, თანამედროვე ტუმბოები, რაც ხელს უწყობს მოსახლეობისთვის სუფთა და ხარისხიანი სასმელი წყლის 24-საათიან რეჟიმში მიწოდებას.