დიპლომატებმა რუხის კლინიკის მშენებლობა დაათვალიერეს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გამართული დიპლომატიური ტურის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა რუხის მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობა დაათვალიერეს. დიპლომატიურ ტურში საქართველოში აკრედიტებული ორმოცამდე რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩი იღებდა მონაწილეობას.