ჩეჩელაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულებულია

1,5 კმ სიგრძის გზაზე მოეწყო საუძველი, დაიგო ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, გაკეთდა ტროტუარები, ბაზალტის ბორდიურები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სათვალთვალო და წყალმიმღებ ჭებს, გაკეთდა ეზოებთან მიერთებები. სამუშაოები მოგებული სახელმწიფო შესყიდვით გამოყოფილი სახსრების სწორი ხარჯვის შედეგად დაზოგილი თანხებით განხორციელდა.