ახალდაბასთან მისასვლელი გზა აღდგენილია

წყნეთი-ახალდაბის გზაზე 5 დამეწყრილი მონაკვეთიდან 4 გაწმენდილია და სოფლის პირველ მოსახლემდე კომუნიკაცია აღდგენილია. გზის გახსნას და პირველი ავტომობილის გატარებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი პირადად დაესწრო. გზის გაწმნდისა და აღდგენის სამუშაოებს აქ შ.პ.ს. "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" აწარმოებს.