დაბა წყლულეთის გზა მეწყრისგან გაწმენდილია

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო წყლულეთთან მისასვლელი და სოფელში გამავალი გზა, რომელიც გაუვალი ძლიერი წვიმების შედეგად გახდა, გაწმენდილია. გზაზე მოძრაობა, როგორც ქვეითების, ისე - მძღოლებისთვის, შეუზღუდავია. გაწმენდითი სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ განახორციელა.