დედოფლისწყაროს საავადმყოფოს მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ამ დროისთვის, უკვე ამოყვანილია შენობის კედლები, გაყვანილია კანალიზაცია, მიმდინარეობს თაბაშირ-მუყაოს ტიხრების მონტაჟი, ვენტილაცია-კონდენცირებისა და გათბობის სისტემების მოწყობა, შენობის ლესვა და სახურავის სამუშაოები. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს.