„კოხტა მთასთან“ მისასვლელი გზა გაფართოვდა

კილომეტრისა და 100 მეტრი სიგრძის გზა დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის მცხოვრებლებისთვის ერთმანეთთან დამაკავშირებელი მთავარი გზა და „კოხტა მთასთან“ მისასვლელია. ამ ტერიტორიაზე ახლა აქტიურად მიმდინარეობს ტურისტული ობიექტების მშენებლობა. სივიწროვის გამო, ძველ გზაზე ორმხრივი მოძრაობა შეუძლებელი იყო, რაც გადაადგილების მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნიდა. გარდა ამისა, გზაზე მრავლად იყო ორმოები. შ.პ.ს. "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად, გზა გაფართოვდა, მოსწორდა და მოიხრეშა, ამოივსო ორმოები, მოწესრიდა ჭები.