მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 4-კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ117-კმ121-ზე დაიგო ორფენიანი ბეტონის საფარი; მდინარე ტერხენაზე ჩატარდა 88-მეტრიანი ხიდის რეაბილიტაცია; ამაღლდა ქვის წყობის ქვედა საყრდენი კედელი; მეორე მსოფლიო ომის მემორიალის მიმდებარე ტერიტორის და გზის პერიმეტრზე მოეწყო რკინა-ბეტონის მილები, გაბიონები; გაკეთდა მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, რკინა-ბეტონის ღარები, ავტობუსის გაჩერებები და ავტოპავილიონები; შეიცვალა დარიალში მომხდარი სტიქიური მოვლენების დროს დაზიანებული საგზაო ნიშნები; მოინიშა გზა, გაკეთდა ბეტონის პარაპეტები.